Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას სავარაუდოდ სოციალისტები მოიპოვებენ


საფრანგეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მოწმობს, რომ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტური პარტია მოიპოვებს უმრავლესობას, რომელიც მას მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად ესაჭიროება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სოციალისტებმა, და მათმა მოკავშირე მწვანეთა პარტიამ კვირას გამართულ კენჭისყრაზე ხმათა 46 პროცენტამდე მოიპოვეს - მაშინ, როცა ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სახალხო მოძრაობის გაერთიანებას მხოლოდ 34 პროცენტი ერგო. სარკოზი ოლანდმა გასულ თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ გაიზარდა ულტრა-მემარჯვენე ეროვნული ფრონტის მხარდაჭერა - რომელიც საფრანგეთს ევროზე უარის თქმისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის „ისლამიზაციას“ ებრძვის.
XS
SM
MD
LG