Accessibility links

logo-print

საბერძნეთში დასრულდა წინასაარჩევნო კამპანია


საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოებული კამპანიის დასასრულს, კონსერვატიულ პარტია "ახალი დემოკრატიის" ლიდერმა, ანტონის სამარასმა პირობა დადო, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩება. საპარლამენტო არჩევნები კვირას, 17 ივნისს იმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, დაახლოებით ერთნაირი მხარდაჭერით სარგებლობენ კონსერვატიული „ახალი დემოკრატია“ და რადიკალი მემარცხენეების პარტია „სირიზა“. სირიზის ლიდერები კი აცხადებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უარს იტყვიან ათენის მიერ დადებულ პირობაზე ხელმომჭირნეობის ზომების გატარების შესახებ. და თუ ახალი მთავრობა უარს იტყვის კრედიტორებთან შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე, საბერძნეთი არ მიიღებს ახალ კრედიტებს და, სავარაუდოდ, ევროზონიდან გასვლა მოუწევს. ამან შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ზონაში შემავალ სხვა ქვეყნებზეც და გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია გლობალური ეკონომიკის მასშტაბით. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის, ფულადი დახმარება გაუწიოს ევროზონის ძლიერ ბანკებს, თუკი ასეთი საჭიროება არსებობს.
XS
SM
MD
LG