Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე პროვოკაციას უწოდებს პოლიციელის მოსყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას


”ქართული ოცნების” მიერ პოლიციელის მოსყიდვას ხელისუფლების მიერ შეთითხნილი საქმე და პროვოკაცია უწოდა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მან თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად "ქართულ ოცნებას" არავის მოსყიდვა არ სჭირდება, რადგან საკმარისზე მეტ ინფორმაციას იღებს, მათ შორის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისგან. შსს-მ 17 ივნისს განაცხადა, რომ პოლიციელ ლაშა კურტანიძეს დაევალა კოლეგების ფარულად ჩაწერა, რაც თავად აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით ფარულად ჩაწერა დამკვეთი ზაზა ჭელიძე, თუმცა, მოგვიანებით შეთანხმების პირობები დაარღვია, ჭელიძე გააფრთხილა და მიიმალა. სამინისტროს ცნობითვე, ზაზა ჭელიძე, დაკავებულია, ხოლო ლაშა კურტანიძე იძებნება. შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალაც, რომელიც მისივე განმარტებით, ასახავს ჭელიძის აღიარებით ჩვენებას, რომ მან კურტანიძის ფარული ჩანაწერები მიუტანა ”ქართული ოცნების” წევრს ირაკლი სესიაშვილს და მისგან მიღებული 3 ათასი დოლარი პოლიციელს გადასცა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ უარყო შსს-ს ვარაუდი, რომ ზაზა ჭელიძეც კოალიციის წევრია. ფანჯიკიძის თქმით, ჭელიძე სესიაშვილის მეგობარია და ეს ურთიერთობა ხელისუფლებამ კოალიციის საწინააღმდეგოდ გამოიყენა. თავად ირაკლი სესიაშვილმა ზაზა ჭელიძის აღიარებითი ჩვენება ზეწოლით ახსნა, ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
XS
SM
MD
LG