Accessibility links

logo-print

გიორგი კარბელაშვილი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება


ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა დაუდასტურა. მანამდე, ქართული პრესის მიერ გავრცელებული ცნობებით, გიორგი კარბელაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომრობის კანდიდატად ასახელებდნენ. პავლე კუბლაშვილმა სიის პირველი ნომრის ვინაობაზე ლაპარაკი ნაადრევად მიიჩნია და მხოლო ის აღნიშნა, რომ სიის პირველ ათეულში ახალი სახეები იქნებიან.
XS
SM
MD
LG