Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ოპოზიციას მოუწოდებს კანონის ფარგლებში მოქმედებისაკენ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოპონენტებს აფრთხილებს, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ, ან თვალი გაუსწორონ შესაბამის შედეგებს. „ყველა, ვისაც აქვს პრეტენზია პოლიტიკურ საქმიანობაზე, ყველა, ვისაც თავი პოლიტიკოსად მიაჩნია, ვალდებულია, თავისი პოზიცია დააფიქსიროს მხოლოდ კანონის ჩარჩოებში. ცვლილებების წყურვილი უდავოდ არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა. მაგრამ ის კონტრპროდუქტიული და სახიფათოც კი ხდება, თუ მიდის სამოქალაქო მშვიდობისა და თვით სახელმწიფოს ნგრევისაკენ“, - განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას და დასძინა, რომ მისი მთავრობა ღიაა დიალოგისათვის. რუსეთის პრეზიდენტმა ბოლოხანს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს მიტინგებისთვის განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG