Accessibility links

logo-print

ჯაკარტაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს


ჯაკარტაში, სადაც ხუთშაბათს სამხედრო ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლებს დაეცა სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ავიაკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და თერთმეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. კატასტროფის მსხვერპლთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი რვა ადამიანიც. მათ შორის ორი პილოტი და ხუთი კურსანტი. ”ფოკერ ეფ 27” ხუთშაბათს მორიგ სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ის აეროდრომიდან ორ კილომეტრში ჩამოვარდა.
XS
SM
MD
LG