Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროს მოქმედების ზონის ლიდერებს ეკონომიკისთვის 130 მილიარდი ევროს გამოყოფა სურთ


საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას დანიშნულ, ევროკავშირის მნიშვნელოვან სამიტზე 130 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოვლენ, ეკონომიკის ზრდის სტიმულირების მიზნით. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო მონტიმ რომში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის ბოლოს თქვა, ოთხი ქვეყანა აღიარებს, რომ აქამდე გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ იყოო. მისი თქმით, ევრო, როგორც ვალუტა, შეუქცევადად უნდა მიიჩნიონ როგორც ფინანსურმა ბაზრებმა, ისე ევროკავშირის მოქალაქეებმა. „ევრო მოქმედებაში დარჩება - ამას სრული სერიოზულობით ვაცხადებთო“ - თქვა მონტიმ. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა, ევროზონის ლიდერები „პლიტიკური გაერთიანების“ შექმნის გარშემო ითანამშრომლებენ, ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის მიზნითო. „კრიზისისგან ნასწავლი გაკვეთილი არა ნაკლები ევროპა, არამედ მეტი ევროპააო“ - დასძინა მან.
XS
SM
MD
LG