Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი იძიებს სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტს


თურქეთის პრეზიდენტი, აბდულა გიული აცხადებს, რომ თურქეთის თვითმფრინავი, რომელიც სირიამ ჩამოაგდო, შესაძლებელია სირიის საჰაერო სივრცეში გადავიდა. მაგრამ, გიულის თქმით, თურქეთისთვის ამ ინციდენტის უგულებელყოფა შეუძლებელია: „ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, ზუსტად სად მოხდა თვითმფრინავის ჩამოგდება. ამის დაზუსტების შემდეგ ყველა საჭირო ზომას გავატარებთ. თუ გავითვალისწინებთ ამ თვითმფრინავების სიჩქარეს, ზღვის თავზე ფრენის დროს, მცირე მანძილით საზღვრების გადაკვეთა და შემდეგ უკან დაბრუნება ჩვეულებრივი ამბავია“ - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. როგორც ვარაუდობენ, თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა, ორივე ქვეყნის საზღვაო საზღვრების სიახლოვეს. თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბულენტ არინცმა შაბათს განაცხადა, თვითმფრინავი „საბრძოლო არ იყო, მზვერავი იყო, რომელიც რუტინულ საწვრთნელ ფრენას ახორციელებდაო“. სირიამ პარასკევს დაადასტურა თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი. სირიელი ოფიციალური პირების თქმით, ის დაბალ სიმაღლეზე, დიდი სიჩქარით მიფრინავდა და როცა ჩამოაგდეს, სირიის სანაპიროს მხოლოდ ერთი კილომეტრი აშორებდა.
XS
SM
MD
LG