Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-8 საპყრობილესთან საღამოს საჰაერო ფარნებს გაუშვებენ


თბილისის მე-8 საპყრობილესთან, საღამოს 9 საათზე საჰაერო ფარნებს გაუშვებენ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის, ადამიანის უფლებათა ცენტრის და ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები. ისინი ამ აქციით აღნიშნავენ წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს. ფარნების აქციამდე ადამიანის უფლებათა დამცველებმა თბილისში გამართეს მშვიდობიანი მსვლელობა მოწოდებით, "არ აწამო, იწამე ადამიანი!" დღესვე საქართველოს პარლამენტთან აქციაზე შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' წარმომადგენლები, რომლებმაც ხელისუფლებას მოუწოდეს ეფექტურად იმოქმედოს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ადამიანის უფლებათა დამცველები აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებში მოყვანილია საპატიმროებში არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, არ მომხდარა მათი ეფექტურად გამოძიება.
XS
SM
MD
LG