Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ლატვიას ეწვევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ლატვიას ეწვევა. ის რიგაში შეხვდება ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ლატვიის დედაქალაქში კლინტონი ფინეთიდან ჩავა. ფინეთში ყოფნისას სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ სირიის საკითხზე შაბათს ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრა სირიის კრიზისის მოგვარებაში შემობრუნების წერტილად იქცევა. სირიის საკითხზე სამსჯელოდ ჰილარი კლინტონი პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სანკტ პეტერბურგში შეხვდება.
XS
SM
MD
LG