Accessibility links

logo-print

სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო პრეზიდენტმა შეწყვიტა ბაქოში ვიზიტი


სამეგრელოს რეგიონში წყალდიდობის გამო, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა ვიზიტი ბაქოში, სადაც Crans Montana-ს ფორუმში მონაწილეობდა. ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები, დანგრეულია რამდენიმე ხიდი და რაიონული ცენტრებიდან სოფლებისკენ მიმავალი გზები. სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ათასობით აბონენტს ენერგომომარაგება შეუწყდა. სამეგრელოს რეგიონში წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაისში, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკის სამიზნედ იქცა, მას შემდეგ, რაც თბილისში მსხვერპლით დასრულებული წყალდიდობის მიუხედავად ჯერ ბრატისლავაში, შემდეგ კი, მილანში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG