Accessibility links

logo-print

მუჰამედ მორსიმ ფიცი დადო და ეგვიპტის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა


დღეს კაიროში მუჰამედ მორსიმ ფიცი დადო და ეგვიპტის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. უზენაესმა სამხედრო საბჭომ, რომელიც მართავდა ქვეყანას თებერვალში ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ, დღეს ოფიციალურად გადასცა ხელისუფლება პრეზიდენტს. კაიროში გამოსვლისას მორსიმ თქვა: „ღმერთის წინაშე ვფიცავ, რომ ერთგულად დავიცავ რესპუბლიკურ სისტემას და პატივს ვცემ კონსტიტუციასა და კანონის უზენაესობას; გავითვალისწინებ ხალხის ინტერესებს; და დავიცავ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას.“ მორსი ეგვიპტის მეხუთე პრეზიდენტია 60 წლის წინ მონარქიის გადაგდების შემდეგ. ამავე დროს ისაა არაბულ სამყაროში პირველი თავისუფლად არჩეული ისლამისტი სახელმწიფოს მეთაური.
XS
SM
MD
LG