Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიის პრეზიდენტმა პოსტზე მეხუთე ვადა მოიპოვა


ისლანდიაში შაბათს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტი, ოლაფურ რაგნარ გრიმსონი სარეკორდო, მეხუთე ვადით დარჩა პოსტზე. წინასწარი შედეგებით, სოციალისტმა გრიმსონმა ხმათა 52.78 პროცენტი მოიპოვა. გრიმსონის მეტოქე იყო 37 წლის ავტორიტეტიანი ჟურნალისტი, თორა არნორსდოტირი, რომელიც გრიმსონის 16-წლიანი მმართველობის შეცვლის მოწოდებით გამოდიოდა. ჟურნალისტმა დამარცხება აღიარა - თუმცა განაცხადა, რომ მასზე ძლიერი ემოციური ზემოქმედება იქონია იმ მხარდაჭერამ, რომელიც აღმოუჩინეს. გრიმსონს ქვეყნის 2008 წლის ფინანსური კოლაფსიდან გამოყვანას მიაწერენ. ისლანდიის მოქალაქეთა უმრავლესობის მსგავსად, ისიც წინააღმდეგია ევროკავშირში გაწევრიანების - შიშობს, რომ ამით ქვეყანამ შესაძლოა სუვერენობის ხარისხი დაკარგოს.
XS
SM
MD
LG