Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი სამხედრო წვრთნებს ატარებს


ირანმა გამოაცხადა, რომ იწყებს სამდღიან სამხედრო წვრთნებს, რაც მიჩნეულია მცდელობად, წარმოაჩინოს ისლამური რესპუბლიკის ძალა ბირთვული პროგრამის გამო მის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სანქციების ფონზე. ოფიციალური პირების ცნობით, ცენტრალურ ირანში ორშაბათს დაწყებული მანევრები მოიცავს წვრთნებს „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტებით, რომელთა ნაწილის რადიუსიც ისრაელსა და სამხრეთ ევროპას წვდება. ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, მანევრები აჩვენებს, რომ ირანს შესწევს ძალა, „გამანადგურებელი“ პასუხი გასცეს ნებისმიერ მტრულ ქმედებას. წვრთნები დაიწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ევროკავშირის ემბარგო ირანის ნავთობის იმპორტზე. ევროკავშირმა ამ ზომას მიმართა ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე ირანის უარის გამო. დასავლეთში შიშობენ, რომ ბირთვული პროგრამა ემსახურება ბირთვული იარაღის შექმნას. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG