Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონდი ბაღათურიამ უნდობლობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და მის პროგრამას


მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და მის პროგრამას საპარლამენტო ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” სახელით უნდობლობა გამოუცხადა დეპუტატმა ჯონდი ბარათურიამ. მისი განცხადებით, დასაქმების პრობლემას ვერ დაძლევს ხელისუფლება, რომელიც ბიზნესს ატერორებს და ელიტურ კორუფციაშია ჩართული. ბაღათურიამ მერაბიშვილს დააკისრა პასუხისმგებლობა მშვიდიბიანი აქციების სასტიკად დარბევის, სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველობის და პოლიტიკური პოლიციის შექმნისთვის. განახლებული მთავრობის მიერ გამოცხადებულ მიზნებს პოპულიზმი უწოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. მისი შეფასებით, დღეს პარლამენტის წინაშე წარსდგა არა მთავრობა, არამედ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით.
XS
SM
MD
LG