Accessibility links

3 ივლისს საღამოს ლილოს დასახლებაში ქლორმა გაჟონა


ლილოს დასახლებაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი საწარმოს ”კრისტალის” ავზიდან ქლორმა 3 ივლისს საღამოს გაჟონა. მომხდარის გამო, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რომელიც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს სამართალდამცავებმა დაკითხვის შემდეგ დააკავეს "კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დათუაშვილი. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გამოძიებას შეკითხვები აქვთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელთან ირაკლი კვაშილავასთანაც. თავის მხრივ, ამ კომპანიამ ქლორის გაჟონვის პასუხისმგებლობა საწარმო "კრისტალს" დააკისრა.
XS
SM
MD
LG