Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ვაშინგტონთან არ განიხილავს ასადის მომავლის საკითხს


რუსეთი აცხადებს, რომ არ აწარმოებს ვაშინგტონთან მოლაპარაკებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომავლის შესახებ. ამ შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გააკეთა მას შემდეგ, რაც მოსკოვის გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები აქტიურად ცდილობენ მოსკოვის დაყოლიებას ბაშარ ალ-ასადისათვის თავშესაფრის შეთავაზებაზე. მოსკოვის განცხადება წინ უსწრებს "სირიის მეგობართა ჯგუფის" შეხვედრას. ეს ჯგუფი, რომელშიც დასავლეთის ქვეყნები დომინირებენ, პარასკევს პარიზში შეიკრიბება.
XS
SM
MD
LG