Accessibility links

logo-print

რუმინეთის პარლამენტი მხარს უჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას


რუმინეთის პარლამენტი პარასკევს გამართულ კენჭისყრაზე მიემხრო პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. პრეზიდენტს გადადგომა მოუწევს, თუ იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ რეფერენდუმზე 30-დღიან პერიოდში. მმართველი მემარცხენე პარტიის, ლიბერალურ-სოციალური კავშირის კანონმდებლები და მათი მოკავშირეები ბასესკუს ბრალად სდებენ უფლებამოსილების გადაჭარბებას 2010 წელს მომჭირნეობის მკაცრი ზომების გამოცხადებით. ბასესკუ, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსია, უარყოფს ბრალდებას და ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია არაკანონიერია და საფრთხეს უქმნის რუმინეთის „სტაბილურობასა და რეპუტაციას“. ევროკავშირი და შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამენ რუმინეთის მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო. ამ ქმედებებს შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოსათვის პარლამენტის გადაწყვეტილებების შეფასების აკრძალვა.
XS
SM
MD
LG