Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს


სირიის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ძალებმა დაიწყეს მასშტაბური წვრთნა, რომელიც მოიცავს რაკეტების გამოცდას, ისევე როგორც სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ წვრთნა რამდენიმე დღეს გასტანს. ოპერაციები შაბათს დაიწყო - საზღვაო ძალები ამუშავებდნენ ზღვიდან მიტანილი იერიშის მოგერიების სცენარს. გავრცელებული ცნობით, წვრთნის მიზანია არმია „საბრძოლველ მზადყოფნაში იყოს“. ანალიტიკოსების აზრით, ძალის ამგვარი დემონსტრირების მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობას გაეგზავნოს გაფრთხილება, რომ არ ჩაერიოს სირიის კრიზისში. სირიის ოპოზიციის ჯგუფების ნაწილმა დასავლეთს მოუწოდა სირიაში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის გასაჩერებლად საერთაშორისო ძალები ჩარიოს, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს არ გამოუვლენიათ იმის ნიშანი, რომ ინტერვენციას აპირებენ.
XS
SM
MD
LG