Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საკადრო ცვლილებებს აცხადებს


შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბაჩო ახალაიას მოადგილეებს შორის სამი ახალია, სამი კი პირები, რომლებიც წინა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილედაც მსახურობდნენ. მოადგილეთა რაოდენობა ხუთიდან ექვსამდე გაიზარდა. მინისტრის მოადგილის პოსტებზე რჩებიან ეკა ზღულაძე, შალვა ჯანაშვილი და გიორგი ლორთქიფანიძე. ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. მინისტრის მოადგილეებად ასევე დაინიშნენ შოთა ხიზანიშვილი, ნოდარ ხარშილაძე და ნიკა ძიმცეიშვილი. ბოლო ორი პირი ახალაიას მოადგილედ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
XS
SM
MD
LG