Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია: უნდა დაისაჯოს ყოფილი ელჩი, რომელიც ოპოზიციის მხარეზე გადავიდა


სირიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ერაყში სირიის ყოფილი ელჩი, ნავაფ ფარესი უნდა დაისაჯოს, რადგან ელჩის პოსტიდან გადადგა და მხარში ამოუდგა ოპოზიციას, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დასამხობად იბრძვის. საგარეო უწყების განცხადებით, ფარესს უნდა დაეკისროს „სამართლებრივი და დისციპლინარული პასუხისმგებლობა“. ფარესმა ოთხშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გამოაცხადა ოპოზიციის მხარეს გადასვლის შესახებ - თქვა, რომ მხარში ამოუდგება „რევოლუციას“ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ის არის ყველაზე მაღალი რანგის სირიელი დიპლომატი, რომელიც მმართველ რეჟიმს განუდგა.
XS
SM
MD
LG