Accessibility links

logo-print

თბილისში წარმოადგინეს ინიციატივა საარჩევნოდ ქცევის წესებზე შეთანხმების შესახებ


თბილისში გაიმართა უწყებათაშორისი კომისიის "სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის" სხდომა, რომელზეც იმსჯელეს საქართველოში წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე: როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული პრობელმები, როგორ მოხდეს მათზე რეაგირება. სხდომას, რომლის მონაწილეებს შორისაც იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების, მათ შორის კოალიცია „ქართული ოცნების“, ისევე როგორც მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, უძღვებოდა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია. სხდომის შემდეგ, პარლამენტის წევრმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ახალი ინიციატივით, შეიქმნას "ერთიანი დოკუმენტი ქცევის წესების შესახებ, რომლის მიზანიც იქნება, განსაზღვროს საარჩევნო კამპანიის ძირითადი საკითხები, რომელიც შეეხება ძალადობის გამოყენებაზე უარის თქმას, მოსყიდვაზე უარის თქმას, კანონთან დაკავშირებით, შესაბამისი ნორმების დაცვას ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის". კუბლაშვილი ფიქრობს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და მას შეუერთდება ყველა პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანიცაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.
XS
SM
MD
LG