Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა


ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს თბილისში გამოაქვეყნა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. NDI-ის თბილისის ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განმარტებით, დღემდე ორგანიზაცია პოლიტიკურ რეიტინგებს მხოლოდ პარტიებს აცნობდა, მაგრამ იმის გამო, რომ ხდებოდა ინფორმაციის გაჟონვა და მედიით არასწორად გაშუქება, ორგანიზაციამ შედეგების საჯაროდ გამოქვეყნება გადაწყვიტა. ნავაროს განმარტებით, თებერვალთან შედარებით 11%-ითაა შემცირებული საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის მაჩვენებელი და 8%-ით გაზრდილია ”ქართული ოცნების”. კერძოდ, შეკითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, 18%-მა მხარდაჭერა ”ქართულ ოცნებას” გამოუცხადა და 3%-მა - ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას. ამასთან, დღეს გავრცელდა წინასწარი შედეგები კიდევ ერთი კვლევისა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის დაკვეთით ახლახან ჩატარდა. "ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის" კოორდინატორმა პაატა ზარდიაშვილმა საინფორმაციო სააგენტოებს აცნობა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერის თვალსაზრისით, ”ქართული ოცნების” რეიტინგი 40%-ია, ნაციონალური მოძრაობის კი - 29%. ამ გამოკვლევის საბოლოო შედეგები ორ კვირაში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG