Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ელჩი ერაყში: „სირიის რეჟიმი ალ ყაიდასთან თანამშრომლობს“


სირიის მთავრობის, საწინააღმდეგო მხარეს გადასული ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სირიის რეჟიმი უკან არ დაიხევს, გამოიყენოს ქიმიური იარაღი, თუ ეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დასჭირდა. სირიის ყოფილმა ელჩმა ერაყში, ნავაფ ფარესმა „ბი-ბი-სი-სთან“ საუბარში განაცხადა, რომ დაუდასტურებელი ცნობით, ქიმიური იარაღი უკვე გამოიყენეს ჰომსში. მან დაადანაშაულა ასადის რეჟიმი ალ ყაიდასთან კავშირში მთავარი თავდასხმების მოწყობისას. სირიის მთავრობა დასავლეთს ადანაშაულებდა, რომ ის ალ-ყაიდის სუნიტ ექსტრემისტებს უჭერდა მხარს ასადის უმცირესობასთან, ალავიტებთან ბრძოლაში. გაეროს და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი მოსკოვში რუსეთის ლიდერებს ხვდება სირის კრიზისზე გაეროს რეზოლუციის გარშემო მოსალაპარაკებლად. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, კოფი ანანთან შეხედრაზე დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება კვლავაც დაუჭერს მხარს ანანის მცდელობას სირიის კრიზისის მოგვარებაში. ანანის თქმით, სირია „გზის გასაყარზეა“, დადგა „საკვანძო მომენტი“ ამ ქვენისთვის უთქვამს ანანს, მოსკოვში, რუსეთის სააგენტოების თანახმად. სხვა დეტალები, შეხვედრის გარშემო, არ გავრცელებულა. სირიაში გაეროს მეთვალყურეების მანდატს ვადა პარასკევს ეწურება. უშიშროების საბჭომ ამ საკითხზე ახალი რეზოლუცია უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG