Accessibility links

logo-print

ბულგარეთმა შვიდამდე დაიყვანა ავტობუსის აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი


ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი განცხადების თანახმად, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა ოთხშაბათს, თვითმკვლელის მიერ ავტობუსის აფეთქებას. თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდნენ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბურგასში მყოფი ისრაელელი ტურისტები. მინისტრის, ცვეტან ცვეტანოვის თქმით, დაღუპულებს შორის არიან ხუთი ისრაელელი ტურისტი, ბულგარელი მძღოლი და თავად თავდამსხმელი. ტურისტები თელ-ავივიდან ჩარტერული რეისით ჩაფრინდნენ ბურგასში. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ისინი აეროპორტში ავტობუსში ადიოდნენ.
XS
SM
MD
LG