Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი: 1942 წელს ებრაელთა დეპორტაცია "საფრანგეთში, ფრანგებმა ჩაიდინეს“


ცერემონიაზე, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელთა უდიდესი დეპორტაციის 70-ე წლისთავს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ დეპორტაცია იყო დანაშაული, რომელიც „ჩაიდინეს საფრანგეთში, ფრანგებმა“. ოლანდმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი გერმანელი ჯარისკაცი, არც ერთი, არ ყოფილა მობილიზებული მთელი ამ ოპერაციის დროს. 1942 წლის 16-17 ივლისს, საფრანგეთის პოლიციამ, ნაცისტურ გერმანიის განკარგულებით, დააკავა 13 ათასზე მეტი ებრაელი პარიზის რეგიონში. ისინი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. მათგან მხოლოდ ასი გადარჩა. კვირას გამართულ ცერემონიაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ებრაელთა თემების ლიდერები, ასევე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ნათესავები, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მთავრობა გამოიძიებს ყველა ანტისემიტურ ქმედებას და განცხადებას „უდიდესი გულმოდგინეობით“.
XS
SM
MD
LG