Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თავდასხმებს 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა


ერაყიდან გავრცელებული ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და 200-მდე დაიჭრა ბაღდადში და მისგან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებში მომხდარ თავდასხმებს. იერიში მიიტანეს ორ ქალაქში მდებარე სამხედრო ბაზებზე, რასაც დაახლოებით 40 ადამიან იემსხვერპლა. აფეთქებები და სროლა სხვა ქალაქებშიც მოხდა. ოფიციალური პირების ცნობით, სულ თავდასხმების 21 შემთხვევა მოხდა, 13 ქალაქში. ერაყისთვის დღევანდელი დღე ყველაზე სისხლიანია მიმდინარე წლის განმავლობაში. ვარაუდობენ, რომ თავდასხმების უკან დგას ალ-ყაიდა დგას - რომელმაც ბოლო დღეებში მუქარა გაავრცელა.
XS
SM
MD
LG