Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში იმართება შეხვედრა ირანის საკითხზე


დღეს სტამბოლში დაგეგმილია მორიგი შეხვედრის გამართვა ირანის ბირთვულ პროგრამაზე. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ირანი და მეორე მხრიდან გაეროს უშიშროსბის საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია. შეხვედრაზე, რომელიც მთავარ მომლაპარაკებელთა მოადგილეების დონეზე იმართება, უმაღლესი დონის მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობაზე უნდა იმსჯელონ. მოლაპარაკებების წინა რაუნდი ჩაიშალა დასავლეთის მოთხოვნის გამო, რომ ირანს ურანის გამდიდრება შეეწყვიტა.
XS
SM
MD
LG