Accessibility links

logo-print

სირიის ჯარები ქალაქ ალეპოსაკენ მიემართებიან


სირიიდან იუწყებიან, რომ მთავრობის ჯარები მიემართებიან ქალაქ ალეპოსაკენ, მეამბოხეების მიერ დაპყრობილ რაიონებზე კონტროლის აღსადგენად. სირიაში ოპოზიციის მხარდამჭერ ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის" ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამე გრძელდებოდა შეტაკებები ალეპოში. ამასობაში, თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ჩაიკეტა სირიასთან საზღვარი ქვეყანაში ძალადობასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის საკითხების მინისტრი, ჰაიატი იაზიცი ამბობს, რომ სირიასთან საზღვარი ჩაიკეტა სატვირთო მანქანებისათვის, რომლებიც არ მიდიან რომელიმე მესამე ქვეყანაში. ცნობების თანახმად, სირიელი ლტოლვილები შემოვლითი გზებით ახერხებენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.
XS
SM
MD
LG