Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


სერბიას ახალი კოალიციური მთავრობა ჰყავს. მასში სერბიის ნაციონალური პროგრესისა და სოციალისტური პარტიები გაერთიანდნენ. მთავრობის პრემიერ-მინისტრად კი სოციალისტური პარტიის ლიდერი ივიცა დაჩიჩი ჩაუდგა სათავეში. იგი ცნობილია იმით, რომ ოდესღაც იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის პრესმდივნად მუშაობდა. დაჩიჩმა არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ მისი კაბინეტის ძირითადი ყურადღება ქვეყნის ევროკაშირში გაერთიანებისაკენ იქნება მიმართული.
XS
SM
MD
LG