Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში კოალიციის სამი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთის აღმოსავლეთში ტალიბების თავდასხმის შედეგად ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციის სამი ჯარისკაცი დაიღუპა. სარდლობა თავდასხმის დეტალებისა და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია, რომ ამ რეგიონში დისლოცირებული უცხოური ქვედანაყოფის დიდ ნაწილს ამერიკელი სამხედროები შეადგენენ. დღესდღეობით ქვეყანაში იზრდება ძალადობის ტალღა. ივნისში უცხოური ქვედანაყოფების ჯარისკაცებზე თავდასხმებმა ავღანეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. წელს კი ავღანეთში კოალიციის დაახლოებით 260 მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG