Accessibility links

logo-print

ესებუა, ჭრიკიშვილი და ბოლქვაძე ოლიმპიურ ასპარეზობას გამოეთიშნენ


ლონდონში გრძელდება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. დღეს ასპარეზობას გამოეთიშნენ მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე. ესებუამ, პირველ წრეში ჩილელი დენის ვან ლამუნის დამარცხების შემდეგ, მეთექვსმეტედფინალში, დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა გუნდურ შეჯიბრებაში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, სამხრეთკორეელ სუნ ჯინ ლისთან. 81 კგ.-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ტურნირში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველ წრეში მოუგო ხორვატიის წარმომადგენელს ტომისლავ მარიანოვიჩს, ხოლო შემდეგ წმინდად დამარცხდა ამერიკელ ტრევის სტივენსთან. ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ცურვაში, მართალია, პირადი რეკორდი გააუმჯობესა, მაგრამ მისი შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად. დღესვე ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ქალთა თანრიგის მერვედფინალში შეხვდება რუსეთის წარმომადგენელს ნადია პეტროვას.
XS
SM
MD
LG