Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ხელს უწყობდა ტერორიზმთან ბრძოლას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში ტერორიზმის შესახებ, რომელშიც მსოფლიოში 2011 წელს არსებული მდგომარეობა ქვეყნების მიხედვით არის შეფასებული. საქართველოსთან დაკავშირებულ ქვეთავში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობდა ტერორიზმთან ბრძოლის გლობალურ ძალისხმევას იმ მრავალმხრივი სტრატეგიის საშუალებით, რომელიც უპირისპირდება როგორც შიდა, ასევე გარე ტერორიზმის საფრთხეებს. ”საქართველოს მთავრობამ აღკვეთა ტერორიზმთან დაკავშირებული აფეთქებების რამდენიმე მცდელობა, რაც, როგორც ჩანდა, სათავეს იღებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებიდან. საქართველოს მთავრობა ირწმუნებოდა, რომ აფეთქებათა მცდელობებს კავშირი ჰქონდა რუსეთთან. საქართველოს მთავრობის კონტროლის არარსებობის გამო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, შეზღუდული იყო მისი შესაძლებლობა ტერორიზმთან ბრძოლისა ამ რეგიონებში და უსაფრხოების უზრუნველყოფისა რუსეთთან საზღვარზე”, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. იქვე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები და საქართველო 2011 წელს განაგრძობდნენ ერთობლივ მუშაობას საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG