Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანეტა: ძალაში რჩება ირანის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლიონ პანეტა ირანს აფრთხილებს, რომ ძალაში რჩება რეაგირების ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენება საიმისოდ, რომ ირანს ხელი შეუშალონ ბირთვული იარაღის მოპოვებაში. პანეტამ ამ შინარსის განცხადება გააკეთა ისრაელში ვიზიტისას, ამ ქვეყნის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის, „რკინის თაღის“ დათვალიერების შემდეგ. „ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობაა, პრეზიდენტს შევთავაზო შესაძლო ზომების სრული სპექტრი, სამხედრო ზომების ჩათვლით, თუ დიპლომატიას ხელი მოეცარა. პრეზიდენტ ობამას მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ შეერთებული შტატებისათვის ეროვნული უშიშროების მთავარი პრიორიტეტია, არ დაუშვას ირანის ხელში ბირთვული იარაღის ყოფნა და რომ ძალაში რჩება მოქმედების ყველა შესაძლებლობა“, - განაცხადა ლიონ პანეტამ ისრაელში ვიზიტისას, ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, ეჰუდ ბარაკთან ერთად გამართულ პერსკონფერენციაზე. თავის მხრივ, ეჰუდ ბარაკმა სკეპტიკურად შეაფასა იმის შესაძლებლობა, რომ დასავლეთის ეკონომიკური სანქციები თეირანს ხელს ააღებინებს ბირთვულ პროგრამაზე. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დღესვე ხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამ ნეტანიაჰუს.
XS
SM
MD
LG