Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი გადადგა სირიის საკითხში საგანგებო წარმომადგენლის პოსტიდან


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენლის პოსტიდან გადადგა კოფი ანანი. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადების თანახმად, ანანმა მას და არაბთა ლიგას შეატყობინა, რომ აღარ აპირებს თავისი მანდატის გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც 2012 წლის 31 აგვისტოს მანდატს ვადა ამოეწურება. ივნისში ანანმა განაცხადა, რომ სირიაში კონფლიქტის შეჩერების მიზნით მის მიერ შემუშავებული, ექვსპუნქტიანი გეგმა არ იყო განხორციელებული - და სამშვიდობო გეგმის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა უწინარესად ბაშარ ალ-ასადის მთავრობას დააკისრა. თავის განცხადებაში ბან კი-მუნი წერს, რომ სირიაში როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის ძალები „კვლავ ავლენენ მზარდ ძალადობაზე დაყრდნობის წადილს“. ბან კი-მუნის თქმით, არაბთა ლიგასთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა ანანს შემცვლელი სწრაფად მოეძებნოს.
XS
SM
MD
LG