Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და კამერონმა სირიის კრიზისზე ისაუბრეს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლონდონში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს. პუტინის თქმით, შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო ვითარებას სირიაში და აღინიშნა, რომ არის საკითხები, რომლებშიც მხარეებს იდენტური პოზიციები აქვთ. პუტინის თქმით, მან და კამერონმა საგარეო საქმეთა მინისტრებს მისცეს დავალება, ხელი შეუწყონ ძალისხმევის გააქტიურებას სირიაში შეტაკებებისათვის ბოლოს მოსაღებად. თავის მხრივ, დევიდ კამერონმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მოსკოვი და ლონდონი განსხვავებულად აფასებენ იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სირიაში მიმდინარე ბრძოლებთან მიმართებით. სირიელი ოპოზიციონერების მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 18 000-ს გადააჭარბა.
XS
SM
MD
LG