Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუბა გოლოვინა მეშვიდე ადგილზე გავიდა


ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს ერთმა სპორტსმენმა იასპარეზა. ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა შესარჩევ შეჯიბრებაში მეექვსე შედეგით რვა საუკეთესოს შორის მოხვდა და ფინალში გავიდა. საბოლოოდ 22 წლის გოლოვინა მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა კანადელმა როზანა მაკლენანმა. გერმანიის სახელით მოასპარეზე გამოცდილმა ქართველმა სპორტსმენმა, 39 წლის ანა დოღონაძემ მეათე ადგილი დაიკავა და ფინალში ვერ მოხვდა.
XS
SM
MD
LG