Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დროებით გაათავისუფლეს მოძალადე პოლიციელები


პაკისტანიდან მიღებული ცნობებით, პოლიციის ოფიცრები დროებით გადააყენეს თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ მამაკაცი და ქალი ხალხის წინ დედიშობილა გაატარეს. თვითმხილველთა თქმით, ქალაქ სინდის პოლიციამ ქორწინების გარეშე სექსუალურ კავშირში შემჩნეული მამაკაცი და ქალი გააშიშვლა და ასე შეურაცხყოფილებს აიძულა პოლიციაში გაყოლა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ ურტყამენ პოლიციელები მამაკაცს, ხოლო შიშველი ქალი იხვეწება, რომ ნება დართონ ტანსაცმლის ჩაცმისა. ამ საქმე საზოგადოების აღშფოთებაა მოჰყვა. წყვილი ღალატის ბრალდებით ივლისში დააპატიმრეს. ეჭვმიტანილი კაცი, რომლის სახელი მუმტაზა მირბაჰარი, თავდებით გაათავისუფლეს. ქალი კი კვლავ საპატიმროში რჩება.
XS
SM
MD
LG