Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა კახნიაური: კომპანია ”ბურჯში” აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია


კომპანია ”ბურჯში” აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებას სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს "ქართუ ჯგუფის" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ალა კახნიაური. მან სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ კომპანიის ახალი მფლობელი ჯერ დარეგისტრირებული არ არის და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს "ბურჯის" ოფისებში შესვლისა და თანამშრომლებისგან შენობების გათავისუფლების უფლება არ ჰქონდათ. "აუქციონი კი ჩატარდა, მაგრამ მესაკუთრემ, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თანხა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, ქონება დაირეგისტრიროს და შემდეგ მიმართოს აღსრულების ბიუროს, ოფისებიდან კომპანიის თანამშრომელთა იძულებით გამოყვანის შესახებ", - განაცხადა ალა კახნიაურმა. მისი ცნობით, საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ კვლავ კომპანია "ბურჯია" მითითებული.
XS
SM
MD
LG