Accessibility links

logo-print

ეგვიპტის არმიამ საჰაერო იერიშები მიიტანა სინაზე


ეგვიპტის უშიშროების უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არმიის საბრძოლო ვერტმფრენებმა რაკეტები დაუშინეს სინას ნახევარკუნძულზე, რომელზეც სავარაუდო ისლამისტი მებრძოლები იმყოფებოდნენ. დაბომბვა სამ საკონტროლო პუნქტზე ერთდროულად განხორციელებულ იერიშებს მოჰყვა. სინას ნახევარკუნძულის კვლავ მოსაპოვებლად დაწყებული 1973 წლის ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეგვიპტის არმიამ რაკეტები ჩამოყარა ამ ტერიტორიაზე. დაბომბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიარაღებულმა ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს სინას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალ- არიშზე, რომელიც ღაზა-ისრაელის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შედეგად ერთი სამხედრო ოფიცერი, ორი ჯარისკაცი, ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათის საჰაერო დარტყმებისას 20 მებრძოლი დაიღუპა. კვირას კი შეიარაღებულმა პირებმა 16 საზღვრის დამცველი მოკლეს. ეგვიპტის პრეზიდენტმა, მუჰამედ მორსმა პირობა დადო, რომ სინას ნახევარკუნძულზე კვლავ მოიპოვებს „სრულ კონტროლს“ და რომ დამნაშავეებს ეს ყველაფერი „ძვირად დაუჯდებათ“.
XS
SM
MD
LG