Accessibility links

ოფიციალური თბილისი უკანონოს უწოდებს მედვედევის ცხინვალში ვიზიტს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ჩასვლის გამო, განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ის აღნიშნავს, რომ დიმიტრი მედვედევი უკანონოდ შევიდა სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ეწვია, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა. სამინისტროს შეფასებით, ”რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის კონტექსტი და ტონალობა ემსახურება საქართველოსაგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოჩვენებითი დამოუკიდებლობის არგუმენტის გამყარებას და რუსეთის შიგნით და გარკვეულწილად, საერთაშორისო არენაზე მისი პრესტიჟის შენარჩუნებას.” საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ”კრემლი უნდა აცნობიერებდეს, რომ საერთაშორისო პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია, ხოლო საქართველო ვითარდება და ისწრაფვის ისეთი მომვალისკენ, სადაც გახლეჩილი საზოგადოების ჭრილობები შეხორცდება და სადაც არ იქნება საოკუპაციო ძალების ადგილი.” რუსეთის პრემიერ-მინისტრი მედვედევი ცხინვალში 8 აგვისტოს იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG