Accessibility links

logo-print

დავით მოძმანაშვილი ოლიმპიური ტურნირის ნახევარფანალშია


ლონდონის ოლიმპიადის თავისუფალ მოჭიდავეთა ტურნირზე დღეს მედლები გათამაშდება სამ წონით კატეგორიაში. საქართველოს სამი წარმომადგენლიდან ნახევარფინალის საგზური ერთმა - 120 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით მოძმანაშვილმა მოიპოვა. მან ჯერ მექსიკელი ხესე ლუის ფლორესი დაამარცხა, შემდეგ კი ყაზახ დაულეტ შაბანბაის სძლია. ფინალში გასასვლელად 25 წლის თბილისელი მძიმეწონოსანი რუს მოჭიდავეს, ბილიალ მახოვს დაუპირისპირდება. ზუგდიდელმა მალხაზ ზარქუამ (60 კგ-მდე წონითი კატეგორია) და ყაზბეგელმა დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) პირველი შერკინებები მოიგეს, მაგრამ მეოთხედფინალში იოლად დათმეს თავიანთი ორთაბრძოლები - ზარქუამ ამერიკელ კოულმენ სკოტთან, ხოლო მარსაგიშვილმა - პუერტორიკოელ ხაიმე იუსეპტ ესპინალთან.
XS
SM
MD
LG