Accessibility links

logo-print

აშშ-ის კანონით, ჰაყანის ქსელი შესაძლებელია შეტანილ იქნეს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიედნტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, ჰაყანის ქსელი შესაძლებელია შეტანილ იქნეს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. დოკუმენტის პირობებით, ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო მდივანმა უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა აზრი ამ სიაში ორგანიზაციის შეტანას. ჰაყანის ქსელი, რომელიც ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებს, პასუხისმგებლად მიიჩნევა ავღანეთში რიგი ტერაქტებისთვის და თავდასხმებისთვის. შეერთებულმა შტატებმა უკვე შემოიღო სანქციები ამ ორგანიზაციის რამდენიმე ხელმძღვანელის მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებდა მისი შეტანისგან უცხოური ტერორისტული დაჯგუფებების სიაში მიუხედავად იმისა, რომ ამას კონგრესის ორივე პალატა მოითხოვს.
XS
SM
MD
LG