Accessibility links

logo-print

მინსკში შვედეთის საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს თანამემამულეებს


მინსკში შვედეთის საელჩომ გამოაქვეყნა გაფრთხილება ბელორუსიაში მცხოვრები თანამემამულეებისადმი მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში მცხოვრებმა შვედეთის რამდენიმე მოქალაქემ მუქარის შემცველი ანონიმური წერილები მიიღო. საელჩოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებობს საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ შვედებმა განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ბელორუსიაში მოგზაურობის ან ცხოვრებისას“. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შვედეთის საგარეო უწყების გაფრთხილებას „ცილისწამება“ უწოდა.
XS
SM
MD
LG