Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში საგანგებო წარმომადგენლის პოსტზე კოფი ანანს ალჟირელი დიპლომატი შეცვლის


გაეროს განცხადებით, სირიაში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენლის პოსტზე კოფი ანანს ალჟირელი დიპლომატი, ლახდარ ბრაჰიმი შეცვლის. ალჟირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრაჰიმი 78 წლის არის და გაეროში არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე აქვს ნამუშევარი. ავღანეთში, ერაყში და ჰაიტიზე მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობით მან მკაცრი და დამოუკიდებელი ფიგურის რეპუტაცია შეიძინა. მას ლიბანის სამოქალაქო ომის დასრულებისთვის გამართულ მოლაპარაკებაშიც აქვს წვლილი შეტანილი. კოფი ანანმა ახლახან გამოაცხადა სირიაში საგანგებო წარმომადგენლის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება - მას შემდეგ, რაც ექვსთვიანი მუშაობის მიუხედავად ვერ შესძლო ზავის დამყარების მიღწევა. ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო დამკვირვებლების მისიას წყვეტს, თუმცა დამასკში სამოქალაქო ოფისი დარჩება.
XS
SM
MD
LG