Accessibility links

logo-print

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრირების ვადა ამოიწურა


დღეს 18 საათზე ამოიწურა ცენტრალურ საარჩევნო კომისაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრირების ვადა. ინტერპრესს კომისიაში აცნობეს, რომ დღეს რეგისტრაცია არც ერთ საარჩევნო ბლოკს არ გაუვლია, რის გამოც ვითარება უცვლელია, არჩევნებში მონაწილეობას ორი ბლოკი მიიღებს - “გიორგი თარგამაძე- ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” და “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება”.
ბლოკში, “გიორგი თარგამაძე- ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება,” შედიან “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”. “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებაში“ კი 6 პოლიტიკური სუბიექტი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, „ეროვნული ფორუმი”.
XS
SM
MD
LG