Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში პროტესტი გამოიწვია ცნობამ ყოფილი საველე მეთაურის მოკვლის შესახებ


აღმოსავლეთ ტაჯიკეთში მდებარე ბადახშანის რეგიონში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ყოფილი საველე მეთაურის, იმომნაზარ იმომნაზაროვის მოკვლის გასაპროტესტებლად. ხალხი ქალაქ ხორუგში შეიკრიბა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს გავრცელდა ცნობა, რომ მოკლეს იმომნაზაროვი - ტაჯიკეთში 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი საველე მეთაური. ცნობების თანახმად, აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს მერიის შენობას, რის შემდეგაც პოლიციამ ჰაერში სროლა დაიწყო. დემონსტრანტებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეასრულოს დაპირება და უზრუნველჰყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, იმომნაზაროვი მოკლეს შინ, ბადახშანში. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული წელს, ივლისში უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდების საფუძველზე. ამ ინციდენტს ბადახშანში მოჰყვა შეტაკებები, რომლებსაც 70-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG