Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი: ხელისუფლებამ კრიტიკული შეტევის შემდეგ უკან დაიხია


საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული განცხადებებით ხსნიან ”ქართულ ოცნებაში" იმ ფაქტს, რომ 22 აგვისტოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადადო კოალიციის წევრი პარტიებისთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციის აღსრულება. ”ქართული ოცნების” რესპუბლიკელი წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჯერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების კრიტიკული დასკვნის, შემდეგ კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის შეფასებების გამო, რომლებმაც ხიდაშელის თქმით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თინა ხიდაშელის შეფასებით, ”ხელისუფლებამ პირველივე კრიტიკული შეტევის შემდეგ უკან დაიხია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ოქტომბერს ბევრს ვერაფერს გაბედავს და თუ გაბედავს, ადეკვატურ პასუხს მიიღებს მსოფლიო თანამეგობრობისგან.”
XS
SM
MD
LG