Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროპიკული ქარიშხალი „აიზაკი“ აშშ-ს მიადგა


ტროპიკულმა ქარიშხალმა „აიზაკმა“, წვიმითა და ძლიერი ქარით, მიაღწია ამერიკის შტატ ფლორიდას. მოსახლეობა ქარიშხლის დასახვედრად ბოლო სამზადისშია. გაუქმდა ასობით საჰაერო და საზღვაო რეისი. ქარიშხალს უკვე მოჰყვა ელეტროენერგიის მიწოდების შეჩერება. სანავთობო ჭაბურღილები ალბათ შეწყვეტენ მუშაობას. ქარიშხალს მოელიან სხვა შტატებში, სადაც ის უფრო გაძლიერდება. აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ გადადო მიტ რომნის ოფიციალური დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად. პარტიის ყრილობა უნდა გამართულიყო ფლორიდაში, ტამპაში. ორშაბათის ნაცვლად ყრილობა გაიმართება სამშაბათს და უფრო ხანმოკლე იქნება. ქარიშხალი „აიზეკმა“ სამხრეთ ჰაიტიში ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG