Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო ტიმოშენკოს საქმეს განიხილავს


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს ადვოკატებმა მათი კლიენტის საქმე დღეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს წარუდგინეს. ტიმოშენკო აცხადებს, რომ ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით მისთვის გამოტანილი შვიდწლიანი პატიმრობის განაჩენი პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რომ მას ცუდ პირობებში ამყოფებენ და არ აძლევენ მკურნალობის სრულად გავლის საშუალებას. სტრასბურგში გამართული სხდომა ერთი დღით უსწრებს წინ უკრაინის სააპელაციო სასამართლოს სხდომას, რომელზეც ტიმოშენკოს საჩივარს განიხილავენ. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო თუ უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო განაჩენს გამოიტანს, უკრაინას შესაძლოა ჯარიმა დაეკისროს.
XS
SM
MD
LG